მეტეორლოგიურ სამსახურში ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის მიზნით 2012 წლის 16 ივლისს, შპს „საქაერონავიგაციამ“ ხელშეკრულება გააფორმა BUREAU VERITAS-თან. ხელშეკრულების ფარგლებში, მეტეოროლოგიური სამსახურის ყველა თანამშრომელმა გაირა ISO 9001-2008 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის ტრეინინგ კურსი, ხოლო სპეციალისტების გარკვეულმა რაოდენობამ, ISO 19011:2011 სტანდარტის შესაბამისად გაიარა ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001-2008 საერთაშორისო სტანდარტის შიდა აუდიტორის კურსი. მეტეოროლოგიური სამსახურის სრული შემადგენლობა აქტიურად თანამშრომლობდა, BUREAU VERITAS-თან, მეტეოროლოგიურ სამსახურში ISO 9001-2008 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის დასანერგად.
2014 წლის 23 იანვარს, შპს „საქაერონავიგაციამ“ გააფორმა ახალი ხელშეკრულება BUREAU VERITAS CERTIFICATION-თან დანერგილი ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიცირებისათვის. აუდიტის პირველი ეტაპი ჩატარდა 2014 წლის თებერვალში, ხოლო მეორე ეტაპი (სასერტიფიკაციო აუდიტი) აპრილის თვეში.
აუდიტების დასრულების შემდეგ BUREAU VERITAS CERTIFICATION-მა სცნო შპს „საქაერონავიგაციის“ მეტეოროლოგიური სამსახურის ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობა ISO 9001-2008 მენეჯმენტის სისტემის სტანდარტთან. 2014 წლის 7 მაისს შპს „საქაერონავიგაციის“ მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი.
2016 წელს მეტეოროლოგიურ სამსახურში ჩატარდა ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების გაცნობითი ტრენინგები ყველა თანამშრომლისთვის, ჩატარდა აუდიტორთა და წამყვან აუდიტორთა ტრენინგები და შეიქმნა აუდიტორთა და წამყვან აუდიტორთა ჯგუფი.
2017 წლის აპრილის თვეში ჩატარდა რესერტიფიკაციის აუდიტი, აუდიტი ჩაატარა კომპანია BUREAU VERITAS CERTIFICATION-მა.
2017 წლის 28 აპრილს მეტეოროლოგიურ სამსახურს გადაეცა ISO 9001:2015 სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი.
2021 წლის 27 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება მასერტიფიცირებელ კომპანიასთან URS POLSKA-სთან. მასერტიფიცირებელმა ორგანომ (URS POSKA-მ) 2021 წლის ოქტომბრის თვეში მეტეოროლოგიურ სამსახურში ჩაატარა სასერტიფიკაციო აუდიტები ISO 9001:2015 სტანდარტთან მიმართებაში. აუდიტის დასკვნის საფუძველზე მეტეოროლოგიურ სამსახურს გადაეცა ხარისხის მართვის სისტემის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რომელიც მოიცავს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ამბროლაურის და მესტიის მეტეოროლოგიურ ოფისებს.
ხარისხის მართვის სისტემა გულისხმობს სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების პერმანენტულ კონტროლს, ამცირებს რისკებს და რაც მთავარია, ხელს უწყობს მომსახურების მუდმივ განვითარებას.