ახალი ამბები

მეტეოსამსახური

საქაერონავიგაციამ საქართველოს საჰაერო სივრცეში თავისუფალი მარშრუტები დანერგა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ”, რეგიონში პირველმა, საქართველოს საჰაერო სივრცეში თავისუფალი მარშრუტები დანერგა.

2008 წელს, ევროკონტროლმა მისი წევრი ქვეყნებისთვის თავისუფალი მარშრუტების ერთობლივი კონცეფცია შექმნა, რაც მოიაზრებდა მის დაგეგმვას და განვითარებას სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტში ასევე ჩართულები იყვნენ ECAC წევრი ქვეყნები, საჰაერო ნავიგაციის სერვისის მიმწოდებლები, საჰაერო სივრცის მომხმარებლები, საფრენოსნო გეგმის მიმწოდებელი ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული საერთაშრისო მხარეები. თავისუფალი მარშრუტების კონცეფციის დანერგვა ევროპის ქვეყნებში დაეფუძნა ევროკომისიის 255/2010 და 677/2011 რეგულაციებში ასახულ ქმედებებს, რაც მოაიზრებს ევროპის საჰაერო ქსელების მარშრუტების გაუმჯობესების გეგმას.

მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკონტროლის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა გახდა, აიღო ვალდებულებები ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეგულაციების, მოთხოვნების და სტანდარტების შესრულების თაობაზე.

2016 წელს შპს „საქაერონავიგციამ“ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს საჰაერო სივრცეში თავისუფალი მარშრუტების დანერგვასთან დაკავშირებით. საქაერონავიგაციის საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის სპეციალისტების და ევროკონტროლის ექსპერტების თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა თავისუფალი მარშრუტების დანერგვის საპროექტო ვარიანტი, რომელიც 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, მათივე მხარდაჭერით ამოქმედდა.

საქართველოს საჰაერო სივრცეში დანერგილი თავისუფალი მარშუტების კონცეფცია მოიაზრებს პირდაპირ ფრენებს შემოსვლის წერტილიდან პირდაპირი ტრაექტორიით გასვლის წერტილზე, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოს საერონაოსნო კრებულში(AIP), რაც თავის მხრივ ავიაკომპანიებისთვის ქმნის უმოკლესი მარშუტების შერჩევის, ფრენების ეფექტურად დაგეგმარების და საჰაერო სივრცის უფრო მოქნილი სარგებლობის საშუალებას. ასევე აღნიშნული კონცეფცია მოიაზრებს საქართველოს საჰაერო სივრცეში, როგორც უსაფრთხო ფრენების, ასევე გამტარუნარიანობის კოეფიციენტის ზრდას. თავისუფალი საჰაერო მარშრუტების კონცეფცია მოკლე საჰაერო მანძილი კი თავის მხრივ გულისხმობს ფრენის დროს, საოპერაციო ხარჯების და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას. საჰაერო მარშრუტების მანძილის შემცირება პირდაპირ კავშირშია ბილეთის ფასთანაც, რაც დადებითად აისახება ტურიზმზე და მთლიანად ეკონომიკის განვითარებაზეც.

ამ კონცეფციის მიხედვით, ევროპის საჰაერო მიმოსვლის მართვისა და სანავიგაციო მომსახურების გაუმჯობესება საქართველოში და მთლიანად ევროპის რეგიონში:

• გაზრდის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას და შეამცირებს ფრენების შეფერხებას საჰაერო ტრასებზე;

• აამაღლებს უსაფრთხოების დონეს, მომავალი გამოწვევების შესაბამისად;

• 10 %-ით შეამცირებს საჰაერო მიმოსვლის შედეგად გამოწვეულ მავნე ზემოქმედებას გარემოზე;

• დაზოგავს სანავიგაციო მომსახურების საზღაურებს საჰაერო სივრცის მომხმარებელთათვის.

“საქაერონავიგაცია ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ასობით სანავიგაციო სისტემით ოპერირებს. თავისუფალი მარშრუტების დასანერგად, რაც თავად ევროპის წამყვანი ქვეყნებისთვისაც კი სიახლეა, ჩვენ უზარმაზარი სამუშაოები ჩავატარეთ. უკანასკნელი 4 წლის მანძილზე დავნერგეთ ახალი ტექნოლოგიები, განვაახლეთ არაერთი არსებული სისტემა და შედეგად შევძელით, რომ რეგიონში პირველებს დაგვენერგა თავისუფალი მარშრუტები. ახალმა ტექნოლოგიებმა, დახვეწილმა პროცედურებმა და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან მზარდმა თანამშრომლობამ, კიდევ უფრო ეფექტიანი გახადა საჰაერო მოძრაობის მართვა. თავისუფალი მარშრუტის საჰაერო სივრცე საქართველოს აძლევს კიდევ უფრო სტაბილური ტრაექტორიით ეფექტიანი მარშრუტების დაგეგმვის შესაძლებლობას, რაც ზოგავს ფრენის დროს და ამცირებს გამონაბოლქვის ოდენობას” - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში, თავისუფალი მარშრუტების დანერგვის პროექტი მოიცავს ორ ეტაპს, რომლის პრველი ეტაპი უკვე განხორციელდა, რაც მოიცავს საქართველოს საჰაერო სივრცეში თავისუფალი მარშრუტების დანერგვას ფრენის FL255-დან FL-660-ი ეშელონის ჩათვლით. ახალი მარშრუტებით ავიაკომპანიების 30% უკვე სარგებლობს. მეორე ეტაპის, ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს თავისუფალი მარშრუტების დანერგვას ფრენის FL85-დან FL-660-ი ეშელონის ჩათვლით და განხორციელდება 2019 წელს.