ქვიშიანას მთის 1100 ნიშნულზე ახალი მეტეორადიოლოკატორი ამოქმედდა
თბილისთან ახლოს, „ქვიშიანას მთის 1100 ნიშნულზე“, ახალი მეტეორადიოლოკატორი შევიდა ექსპლუატაციაში. მისი მეშვეობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციას” შესაძლებლობა ექნება, მუდვივ რეჟიმში მოახდინოს საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება. ფრენების უსართხოებისა და პოტენციური საჰაერო ინციდენტების დროული და ეფექტური პრევენციის მიზნით, მოხდება ნებისმიერი მეტეოროლოგიური საფრთხის იდენტიფიცირება და საფრენოსნო ხომალდებისთვის დროული სიგნალის მიწოდება.
მეტეორადიოლოკატორი ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ამერიკულმა კომპანიამ EEC (Enterprise Electronics Corporation) დაამონტაჟა.
ახალი, ამერიკული წარმოების ლოკატორი თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მეტეოოფისებს მეტეორადიოსალოკაციო ინფორმაციით უზრუნველყოფს. საუკეთესო ამერიკული პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ, საქართველოში, მსოფლიო მაშსტაბით, ერთერთი საუკეთესო წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემა იფუნქციონირებს.