ახალი ამბები

მეტეოსამსახური

ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკი და სანავიგაციო ოფისი ოფიციალურად გაიხსნა

დღეს ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკი და სანავიგაციო ოფისი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას ესწერებოდნენ შპს საქაერონავიგაციის დირექტორი, ბატონი გოჩა მეზვრიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და გაერთიანებული აეროპორტების დირექტორები, ICAO-სა და EUROCONTROL-ის წარმომადგენლები.

ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკისა და სანავიგაციო ოფისის გახსნა უმნიშვნელოვანესი ფაქტია საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის განვითარებისთვის. ახალი ოფისი და სამეთვალყურეო კოშკურა თანამედროვე, 21–ე საუკუნის შესაბამისი ტექნოლოგიებითაა აღიჭურვილი, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ფრენების უსაფრთხოების დონეს საქართველოში და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეს.